Friday, November 25, 2011

ქართული ხალხური ზღაპრები

პროექტის სახელწოდება:   ქართული ხალხური ზღაპრები.
პროექტის მთავარი იდეა:  ქართული ხალხური ზღაპრების ბიბლიოთეკაში მოძიება,
წაკითხვა, გადმოცემა, ნახატებისა და აპლიკაციების შექმნა, წაკითხული ზღაპრების მიხედვით სიმღერების შესწავლა.ერთ–ერთი ზღაპრის დადგმა სცენაზე. თოჯინების შექმნა და თოჯინების სპექტაკლის დადგმა.                                                                          პროექტის აქტუალობა:  ზღაპრის თემა აქტუალურია ყველა ასაკის ადამიანისათვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. პროექტი ხელს შეუწყობს ზღაპრების კითხვისადმი ინტერესის გაღვივებას. მოსწავლეები შეისწავლიან ქართულ ხალხურ ზღაპრებს. დაეუფლებიან მხატვრული კითხვის უნარ–ჩვევებს, შემოქმედებით უნარ–ჩვევებს.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებში გაიზრდება ინტერესი ქართული ხალხური ზღაპრების მიმართ. მათ გაუჩნდებათ ინტერესი ზოგადად ლიტერატურის კითხვის.
მონაწილეთა ასაკი:  7–8 წელი
ვადები/ ხანგრძლივობა:  სამი თვე.
 მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლეები უკეთ დაეუფლებიან ტექსტის კითხვის ტექნიკას, ჩამოუყალიბდებათ კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი. მოხდება მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრება. მოსწავლეები ადვილად შეძლებენ დაუკავშირონ ილუსტრაციები ზღაპრებს. გააცოცხლონ ზღაპრის პერსონაჟები სცენაზე.შექმნან ნახატები და აპლიკაციები. ისწავლონ სიმღერები. დაამზადონ თოჯინები სპექტაკლისთვის.მოაწყონ წარმოდგენა.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ქართული ხალხური ზღაპრების ილუსტრირებული და არაილუსტრირებული წიგნები. კომპიუტერი, პროექტორი, მაგნიტოფონი, დისკები შესაფერისი მელოდიებით, სახატავი რვეულები, ფერადი ფურცლები, მუყაოს ქაღალდები, ფორმატები, ფერადი ფანქრები, მაკრატელი, წებო.
პროექტის მსვლელობა:  წიგნების მოძიება ბიბლიოთეკაში და კომპიუტერის საშუალებით. google.ge -ს გამოყენებით. ზღაპრების გადანაწილება მოსწავლეებზე და მათი მომზადება მხატვრული კითხვისათვის. როლების გადანაწილება სპექტაკლისთვის და თოჯინების თეატრისთვის. სიმღერების მომზადება. ნახატებისა და აპლიკაციების შექმნა. მოსწავლეთა მონაწილეობით ზღაპრის პერსონაჟების სცენაზე გაცოცხლება.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ესგ–სთან კავშირი:  განუვითარდეს მოსწავლეს სამეტყველო უნარები. შეიყვაროს კითხვა. გამოუმუშავდეს ლიტერატურის აღქმისა და გაცნობიერების უნარი. მოხდეს ლექსიკური მარაგის გამდიდრება.მოხდეს აზროვნების უნარის განვითარება. ისწავლონ ბიბლიოთეკით სარგებლობა.
ხელოვნებასთან კავშირი: ნახატების , აპლიკაციების და თოჯინების შექმნა.
მუსიკასთან კავშირი: სიმღერების შესწავლა.
პროექტის ხალმძღვანელი: ზესტაფონის №2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი  ია მატნენკო.
 ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: iamatnenko@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:  iamatnenko.blogspot.com
ია მატნენკო ზესტაფონის №2 საჯარო სკოლა.